გრიპის ვირუსი გვიან შემოდგომაზე, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე აქტიურდება და მოსახლეობის დიდ ნაწილს რამდენიმე დღის მანძილზე ტანჯავს. როგორ ავირიდოთ თავიდან გრიპის ვირუსით ინფიცირება? ეს ძალიან მარტივია, თუ რამდენიმე წესს მკაცრად დავიცავთ:

 

 

 

  1. ყველაზე მთავარია მოვერიდოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, სადაც ინფიცირების ყველაზე დიდი საფრთხეა.
  1. ვირუსის მატარებელ ადამიანს ადვილად შევამჩნევთ მრავალ სიმპტომს ესენია: ცემინება, ხველება და სურდო.
  1. უნდა გავითვალისწინოთ რომ გრიპის ვირუსით ინფიცირებული ადამიანი დაცემინებისა და დახველების დროს ავრცელებს ვირუსებს, რომელიც სხვა ადამიანის ორგანიზმში ხვდება და აინფიცირებს მას. 1.5-2 მეტრის დისტანციაზე გრიპის ვირუსი უვნებელი ხდება, აქედან გამომდინარე უნდა მოვერიდოთ მაქსიმალურად გრიპის მატარებელ ადამიანთან ახლო კონტაკტს.
  1. ვირუსი ადვილად ვრცელდება დახურულ სივრცეში, ამიტომ საჭიროა ოთახის ხშირი განიავება, რათა ხშირად მოხდეს ჰაერის ცვლა და შევამციროთ ინვაზიის საფრთხე.
  1. აუცილებელია ჰიგიენის მკაცრი დაცვა, ხელები ხშირად და კარგად უნდა დავიბანოთ,
    რადგან დღის განმავლობაში მრავალ ვირუსსა და მიკრობს ითვისებს ორგანიზმი ხელის შეხებით, ხელი არ უნდა მივიტანოთ პირთან, ცხვირთან და თვალთან ახლოს სანამ კარგად არ დავიბანთ, (დაბანა 20 წამი მაინც უნდა გაგრძელდეს) განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და  მასობრივი თავშეყრის ადგილზე ყოფნისას.
  1. იმუნიტეტის ასამაღლებლად და გრიპისგან თავის დაცვისათვის აუცილებელია მივიღოთ დიდი ოდენობით სითხე, რძის პროდუქტები, საკვები ლიმონისა და ნიორის შემცველობით.