aasds

        თავის ტკივილი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მოსახლეობის 70% სისტემატიურ  ან პერიოდულ თავის ტკივილს უჩივის. თავის ტკივილს ხშირად უკავშირებენ თავის ტვინს, სინამდვილეში ტვინი არაფერ შუაშია , მას ტკივილის რეცეპტორები არ გააჩნია. რეალურად  ტკივილის წარმოქმნის არეებია: ტვინის ზედა დამცავი შრე, თავის ქალა, სისხლძარღვების კედლები.  სწორედ სხეულის ეს ნაწილები იწვევენ იმ საშინელ შეგრძნებას რომელიც მრავალ ადამიანს ტანჯავს.

 

 

 

       ტკივილი შესაძლოა უეცრად დაიწყოს, ხოლო გამომწვევი მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს, ყველაზე აქტუალური მიზეზებია:

  • გადაღლა
  • ნერვული – ფიზიკური დაძაბულობა
  • არაჯანსაღი ეკოლოგიური გარემო
  • ძილის რეჟიმის დარღვევა
  • სტრესი
  • მედიკამენტები/სასმელი
  • გადატანილი ტრამვა და სხვ..

        თავის ტკივილის პრევენციისათვის აუცილებელია დავიცვათ შემდეგი პირობები: უნდა შევამციროთ აქამდე გამოყენებული მედიკამენტების მიღება, ორგანიზმს უნდა მივცეთ დასვენების საშუალება, საჭიროა მოწესრიგდეს ძილის ფუნქცია, რაც გამოიხატება სისტემატიურად ერთსა და იმავე დროს დაძინებითა და გაღვიძებით, ხშირად გაანიავეთ ოთახი რათა მოხდეს ჰაერის ცვლა. დღეში 20-30 წუთი ვარჯიში. რეკომენდირებულია ცურვა და სირბილი, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს სხეულში. აუცილებლად უნდა შემცირდეს სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარება.

       ზემოთ მოყვანილი პროცედურის სისტემატიური დაცვა გაგანთავისუფლებთ ტკივილისაგან, დაგიბრუნებთ აქტიურ, ჯანსაღი ცხოვრების წესს და გამოგიკეთებთ ხასიათს!